დღეს, საქართველო ავღანეთში დაღუპულ ქართველ გმირებს: სერჟანტ ზვიად დავითაძეს, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძეს და კაპრალ ვლადიმერ შანავას გლოვობდა. დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პარაკლისი და სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა სრული შემადგენლობით და სამოქალაქო საზოგადოება ქედს იხრიდა ავღანეთში დაღუპული გმირების წინაშე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved