_ შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების დადგენა.
სამუშაოები რეგიონების მიხედვით ჩატარდება: 2013 წლის 1-14 ივლისი _ აჭარა, გურია; 2013 წლის 16-30 ივლისი _ კახეთი; 2013 წლის ნოემბრის თვიდან ოჯახების წინასწარი სიების შედგენა გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი – მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისათვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავენ მოსახლეობას.
ამ წუთებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა ჭელიძის მონაწილეობით, უკვე აჭარაში დაიწყო მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპის საველე პროცესი.
შეგახსენებთ, 2013 წლის 2 აპრილს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და სამოქმედო გეგმა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერა უნდა ჩატარდეს 2014 წლის 5-19 ნოემბერს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესის გახორციელებაზე პასუხისმგებელია საქსტატი.