ექსპერტების შესარჩევმა სპეციალურმა კომისიამ, 206 კანდიდატიდან შეარჩია 40 ექსპერტი, რომლებიც წარმოადგენენ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და მედია საშუალებებს, ასევე, არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ხოლო 27 ექსპერტი აყვანილიქნა რეზერვში.
შერჩეულმა კანდიდატებმა 2012 წლის 3-4 ივლისს, გაიარეს ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წამებასთან ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები; საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოწყობა და მანდატი; სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია; პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლება-მოვალეობები, ასევე ქცევის წესები და პასუხისმგებლობა.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფში შერჩეულნი არიან: ირინა ფუტკარაძე; ირმა მანჯავიძე; ლალი წულეისკირი; მაია ცირამუა; მაკა მალაყმაძე; მანანა მანაგაძე; ნანა გაბისკირია; ნანა ქორიძე; ნაზი ანეზაშვილი; თამარ კეპულაძე; თეიმურაზ რეხვიაშვილი; ვახუშტი მენაბდე; ხათუნა ბაგრატიონი; ზურაბ ფუტკარაძე; ზურაბ მახაშვილი; ნინო მახაშვილი; ოლღა კალინა; გელა მენთეშაშვილი; თამარ ნიორაძე; კახა მიქაძე; შორენა ბექაური; მარიამ ჯიშკარიანი; ქეთევან გელაშვილი; ეკა ქობესაშვილი; არნოლდ სტეპანიანი; გელა მთივლიშვილი; გიორგი თუმანიშვილი; კახაბერ გოგაშვილი; ქეთევან ფილაური; ნათია გოგოლაშვილი; გიორგი მშვენიერაძე; ირაკლი ვაჭარაძე; ნიკა კვარაცხელია; ნინო ანდრიაშვილი; სოფია ნემსიწვერიძე; თამარ გაბიანი; თეა თუთბერიძე; ხათუნა ჭყოიძე; იოსებ ხატიაშვილი; ნანა ცარაევა.