პრეზიდენტის განმარტებით, მისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი ის არის, რაც ამომრჩეველმა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წაართვა:
_ “ყველაზე დიდი დანაკარგი და ის, რაც ამომრჩეველმა მე 1 ოქტომბრის შემდეგ წამართვა, არის სწორედ მშენებლობების შეჩერება. ხომ ყველას გვახსოვს, თითქოს ყველანი სარდაფში ვიყავი და მალე მოვახერხეთ მიწისქვეშეთიდან ამოსვლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მშენებლობები 2008 წლის შემდეგ, როცა რუსეთი გვბომბავდა და ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა ნავთობის მარაგი, რომელსაც ზოგიერთებივით გადანახული არ ჰქონდა სადღაც 700 მილიარდი, აშენებდა და შენდებოდა. უცხოელები გაკვირვებულები იყვნენ და გვეკითხებოდნენ, ამას როგორ ახერხებთო”, _ აღნიშნა სააკაშვილმა.