ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებიც შეურთდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა – ასპარეზობდნენ.
შს სამინისტრო მომავალში „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.
ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი – კრივი, ზვიად ჩინჩალაძე – ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი –ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, , თენგიზ ედილაშვილი – მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე – მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი – მკლავჭიდი (2 მედალი);
ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი – ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი – ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი -ძალოსნობა;
ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე – ძალოსნობა, გელა გელაშვილი -მკლავჭიდი.