პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ მიიღებს, რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმისგან გათავისუფლდება და საარჩევნო სიაში იქნება შეყვანილი. როგორც ცნობილია, არსებული კანონმდებლობით, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირს საარჩევნო ხმის უფლება არ აქვს.
ამ აქციას, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი განხორციელდებენ.
აქციის მიზანია, საქართველოს ჰქონდეს ზუსტი საარჩევნო სია და აგრეთვე, საბოლოოდ დაესვას წერტილი არჩევნებში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების თემით სპეკულირებას. როგორც ცნობილია, ამ პირების ვინაობას წინა ხელისუფლება ხშირად იყენებდა სხვადასხვა მისამართზე მისაწერად. აქციის შედეგად კი, დადგინდება, რეალურად არსებობენ თუ არა ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები და მათი რეგისტრაცია მოხდება თავიდან, ახალი მისამართის მიხედვით.
მოქალაქემ შესაძლოა, არ იცოდეს, რომ მოხსნილია რეგისტრაციიდან. აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ პირს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოსა (sda.gov.ge) და იუსტიიის სახლის (house.gov.ge) ვებგვერდებზე; ასევე, skype-მისამართზე (sda.ge) და ტელეფონის ნომერზე − 240 10 10.
დღეისათვის სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნილია 98 000-მდე პირი, რომელთაც შეუძლიათ ამ აქციით სარგებლობა.
პირი რეგისტრაციიდან იხსნება შემდეგ შემთხვევებში:
• ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი ბოლო 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს;
• საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მფლობელი საკუთრების რეგისტრაციისას მოითხოვს ფართის ძველი მესაკუთრისა და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას;
ახალ მისამართზე რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ, განაცხადი წარადგინონ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიციის სახლებში.