“ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ზარის ავტორი არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა დანაშაულზე დაეკისრება მის მშობლებს ან მეურვეებს. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურება, რომელიც ცრუ განგაშის შედეგად ორგანიზაციებს მიადგათ, ზარის არასრულწლოვანი ავტორის მეურვეებს დაეკისრებათ.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდება.” _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.