კორპუსის გახსნას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ესწრებოდნენ. საცხოვრებელი კორპუსის გახსნის შემდეგ დავით დარახველიძემ 17 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებები გადასცა.
“ჩვენი სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ახალ კორპუსებს, რომელიც დევნილებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ” _ განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ.