როგორც ცნობილია, დღეს ოზურგეთში ქართველი მომღერლის და პრემიერ-მინისტრის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კონცერტია დაგეგმილი, რომელიც საღამოს რვა საათზე უნდა დაიწყოს.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოჩა ფერსაშვილმა სამართალდამცველებს უკვე მისცა შესაბამისი მითითება, თუ როგორ უნდა განაწილდნენ კონცერტის დროს.
ბერა ივანიშვილი ოზურგეთში კონცერტს უკვე მეორედ ატარებს. პირველი კონცერტი მან 2012 წლის სექტემბერში გამართა და მაშინ სამართალდამცავებს ეკრძალებოდათ მისი მოსმენა.
“გურია ნიუსი”, 2012 წლის, 12 სექტემბერი: მიუხედავად იმისა, რომ სამხარეო პოლიციის შენობა ძალიან ახლოს დგას იმ ადგილთან, სადაც ბერა ივანიშვილის კონცერტი ტარდებოდა და პოლიციელებს შენობიდან გამოუსვლელადაც შეეძლოთ სიმღერების მოსმენა, მათ მაინც გარეთ გამოსვლა ამჯობინეს. შენობის შესასვლელთან ჩამწკრივებულები დიდი ინტერესით ისმენდნენ რეპერის რეპერტუარს და პარალელურად, გამვლელ-გამომვლელსაც აკონტროლებდნენ. საპატრულო მანქანები მხოლოდ კონცერტის დასრულების შემდეგ გამოჩნდა. კონცერტმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა ფერსაშვილი თანამშრომლებს მითითებებს აძლევს
სამართალდამცველთა სრული მობილიზება თეატრალურ მოედანზე