შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბერს რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესი გაგრძელდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე იმსჯელეს. ამჟამად ადგილზე, სოფელ დიცში ვითარება მშვიდია.