საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს _ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს.