ეს ფაქტი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტმა აკრედიტაციის ფორმის შევსების დროს აღმოაჩინა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფს სპეციალური წერილით მიმართა, რადგან რეგისტრაციის ბაზაში არაღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკე სუბიექტებად შეყვანა სეროოზული შეცდომაა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის განმარტებით “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც ქვეყნების მოხსენიება ოლიმპიური თამაშების ნებისმიერ პროგრამაში გამორიცხულია. მსოფლიო ქვეყნების 99% აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს. შესაბამისად, ისინი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არიან აღიარებულნი.”
პრობლემის მოგვარებაში ჩართულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთისთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნაზე მუშაობს.