წუხელ გვიან ღამით თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან 15 სექტემბერს გატაცებული 33 წლის ცირა ცაცუა. გამტაცებლებმა პირველად 30 ათასი დოლარი მოითხოვეს, შემდეგ _ 15 ათასი, თუმცა, საბოლოოდ 9 ათას დოლარს დასჯერდნენ და მძევალი გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ცირა ცაცუა საკუთარი თხილნარიდან ექვსმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა გაიტაცა.