პროცესი 11 საათისთვისაა ჩანიშნული.
თბილისის მერს ბრალი 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. კერძოდ, უგულავას ბრალი “ტელეიმედის” მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებაში ედება.
რაც შეეხება კეზერაშვილს, შეგახსენებთ, რომ “ტელეიმედის” ეპიზოდთან დაკავშირებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.