“ჩემთვის ასეთი გაუგებარი და ბუნდოვანი თემა _ სამართლიანობის აღდგენა, ამ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ მეტნაკლებად ნათელი გახდა. აღმოჩნდა, რომ სამართლიანობის აღდგენის მომენტი, ნაწილობრივ ნიშნავს შევარდნაძის ეპოქისეული რეიდების აღდგენის პროცესს. რამდენად ლიბერალურს, დემოკრატოულს და თავისუფლას ხდის ჩვენს ქვეყანას ის ფაქტი, რომ პოლიციას ნებისმიერ დროს შეეძლოს მოქალაქის გაჩერება და გაჩხრეკვა, ამის ანალიზი მოსახლეობისთვის მიმინდვია.” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.
აღნიშნულ კანონპროექტში შესატანი ცვლილების თანახმად, “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლება ექნებათ, რეიდის დროს არა მხოლოდ გააჩერონ პირი და სატრანსპორტო საშუალება, არამედ შეამოწმონ კიდეც.”