მან აღნიშნა, რომ პესიმისტურადაა განწყობილი სასამართლო პროცესის მიმართ, რადგან ფიქრობს, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
“მე პესიმისტურად ვარ განწყობილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ. ჩემს ყურებს მაინცდამაინც არ სიამოვნებს ტერმინი _ “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”. სერიოზული გარღვევაა ბიუჯეტში. ხელისუფლება ვერ ასრულებს დაპირებებს, მალე ხელფასების და პენსიების გაცემაც პრობლემური გახდება. ხელისუფლებას ერთადერთი რეპრესიები დარჩენია. ყველამ ვიცით, რა ხდება “პირველ არხზე”, “იმედზე”. ჩემი ყველა ნათესავი ან სამსახურიდან გაუშვეს ან სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მათ წინააღმდეგ. ბატონო მოსამართლევ, მე მეეჭვება რომ ამდენი ზეწოლის ფონზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ, იქნებ, ჭიაბერაშვილს მოუხსნათ ბრალდება,” _ ასე მიმართა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს.