შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და დასაწყისში ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილს მიჰყავდა. დისკუსიას მოგვიანებით სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც შეუერთდა.
შეხვედრაზე კოოპერატივების წევრთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვალის ანაზღაურების მექანიზმებთან და ზოგადად, პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, კოოპერატივების წევრთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ინტენსიურად ჩაერთვებიან, რათა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები ერთობლივად და სამართლიანად გადაწყდეს.