შეხვედრებზე განიხილება 2013 წლის ANP-ის თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც ერთი კვირის წინ უკვე გაიგზავნა ნატო-ში. წლის ბოლოს კი ნატო საქართველოს მიერ 2013 წლის ANP-ის განხორციელებას შეაფასებს.
აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია 2013 წლისათვის გაწერილი ამოცანების შესრულების მდგომარეობა და მის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა შევაფასოთ საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შემუშვება. ეს მოიცავს მთელ რიგ რეფორმებს რაც დასახული იყო 2013 წლისთვის. ამის საფუძველზე ჩვენ გავაკეთებთ შეფასებას და ინფორმაციას მივაწვდით ნატოს წევრ ქვეყნებს და შესაბამისად იმათ ექნებათ თავიანთი რეკომენდაციები,” _ განაცხადა ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენელმა კრისტიან მესზაროსმა შეხვედრის დაწყებამდე.