“იმის გამო, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეებს, აუცილებლობად მიგვაჩნია მოვახდინოთ მწვავე რეაგირება ამ ფაქტებზე.
“პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საქმე გვაქვს მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირთა მიმართ მაკომპრომეტირებელ კამპანიასთან, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს სპეციალური გამოძიება და დოკუმენტალურად დაადასტუროს ან დოკუმენტალურად უარყოს ეს ფაქტები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტები არ დადასტურდა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას – ვინ არის ამ ბინძური კამპანიის დამკვეთი და რა არის მათი კონკრეტული მიზანი ხსენებული თანამდებობის პირთა კომპრომეტაციის გარდა”, _ ნათქვამია მურვანიძის განცხადებაში.