პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატის დაფინანსება უცვლელია და 2300.0 ლარით განისაზღვრება. უცვლელია ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების პარამეტრი და პროექტში 850.0 ლარითაა წარმოდგენილი. საგარეო საქმეთა სამინისტროც იმავე დაფინანსებას მიიღებს, რაც მიმდინარე წელს ჰქონდა, კერძოდ, 80000.0 ლარს. აღნიშნული უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დღეს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, ჯამური მოცულობების შედარება არ არის იმდენად ინფორმაციული, როგორც გაწერილი თანხების სტრუქტურული ანალიზი. მისი თქმით, ამა თუ იმ უწყებისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის კლება ბევრი ობიექტის მშენებლობის დამთავრებით, ასევე ბევრი სხვადასხვა პროექტის დასრულებითაა გამოწვეული, რომელთა დაფინანსებაც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედარებით მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved