დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ფორუმის პლენარულ სესიაზე-“გლობალიზაცია და ინტეგრაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები”. ალექსი პეტრიაშვილთან ერთად პანელის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი ოლექსანდრ ვილკური, პოლონეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი იანუს პიეჩოცინსკი. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ფორუმის მონაწილეები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
სახელმწიფო მინისტრი ლვოვიდან ბელგიაში, ქ. ბრუსელში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია ალექსი პეტრიაშვილის ორმხრივი შევედრები ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ასევე, 17 ოქტომბერს ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.