პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გურიის შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ოზურგეთში “ქართული ოცნების” არანაირი ალტერნატიული შტაბი არ შექმნილა და ეს არის უბრალოდ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზი, რომელიც მთელi საქართველოს რეგიონებში იქმნება.
“ეს არის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზი, სადაც ბიზნესმენები, უბრალოდ მოქალაქეები, მასწავლებლები თუ ნებისმიერი ადამიანი იქნება გაერთიანებული.”
თენგიზ თავბერიძე, აღნიშნული დარბაზის წარმომადგენელი: “შევიკრიბეთ ოზურგეთში ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ვქმნით საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერთა დაბაზს. აქ ვართ თვისუფალი ნებით, აქ არ არიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები.
_ თუ შეგიძლიათ რამდენიმე პიროვნების სახელი და გვარი რომ დაგვისახელოთ.
_დამფუძნებლები ვართ, მე, ბატონი ვასილ ვაშალომიძე და ბატონი გელა კობალაძე. აქ შეუძლია, მოვიდეს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც გამოხატავს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერას.
_ბატონო თენგიზ, უერთდებით “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას თუ გამიჯნულები ხართ?
_ იმ შტაბში არიან პოლიტიკური პარტიის წრმომადგენლები, ჩვენ ვუერთდებით მათ აბა რა! .გამორიცხულია გაყოფა, კიდეც დავესწრებით შეხვედრებს, რა თქმა უნდა.
_ ბატონო თენგიზ, ეს ოფისი წლების განმავლობაში იყო “ნაციონალების”…
_ მერე რა მოხდა იყო “ნაციონალები” და ახლა ვართ ჩვენ.