გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის შალვა ბოლქვაძის თქმით, მიკრო ავტობუსი შეეჯახა “ფორდის” ტიპის მსუბუქ ავტომობილს.
_ სამი ადამიანი დროულად გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, _ გვითხრა შალვა ბოლქვაძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა “სამედიცინო ცენტრის” კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, სამწუხაროდ, მესამე დაშავებულიც დაიღუპა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.