როგორც ასათიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არსებული პოლიტიკური პროცესების გამო მიიღო.
“გადავწყვიტე დავუდგე იმ კანდიდატს, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი და მოვისხნა კანდიდატურა, მაგრამ იურიდიულად ეს ახლა არ ხერხდება, ამიტომ ვრჩები როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ მოვუწოდებ ყველა ჩემს მხადამჭერს არჩევნებში მხარი დაუჭირონ ნინო ბურჯანაძეს. მე კი, ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს დაცული”, _ განაცხადა აკაკი ასათიანმა.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, ტრადიციონალისტების ლიდერი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა –“აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო მივიღე”.