“შემოსული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, აღიძრება საქმე”, _ გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
როგორც “ქართული ოცნების” შტაბში ამბობენ, გამოძიების პროცესში უკვე დაიკითხა ორი მოწმე და გიორგი ზენაიშვილი, როგორც დაზარალებული. თუმცა, საჩივარი პოლიციაში მათი მხრიდან არ შესულა. ისინი მიიჩნევენ, რომ კახა ასკურავას მხრიდან ფიზიკურ შეურაცყოფას ქონდა ადგილი.
ასკურავა კი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ადმინისტრაციულ კანონდარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზეც მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები. მან უკვე საჩივრით მიმართა საოლქოს, ასევე საქმის კურსში ჩააყენა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.