თუმცა, აქედან სტატუსი 893 აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ იმყოფება უცხოეთში და ა.შ. რაც შეეხება გარდაცვლილებს, სიიდან ამოღებულია 52. ეს ის გარდაცვლილთა ოდენობაა, ვის სახელზეც შემოვიდა განცხადება. რაც შეეხება უცხოეთში წასულებს, ასეთი 100 ამომრჩეველი ფიქსირდება. გარდაცვლილებისა და სტატუსიანების გათვალისწინებით რჩება 29 239 ამომრჩეველი.
“რაც შეეხება გადასატანი ყუთის რეგისტრაციას, დღეს არის ბოლო ვადა, ამის შემდეგ გვეცოდინება გადასატანი ყუთით ხმის მიმცემთა რაოდენობა. აქ ხდება ასეთი რამ, როგორც კი უბანზე ეს სია გადააჭარბებს 3%-ს , ანუ 30 კაცს, ამის შემდეგ უბანი გვატყობინებს ჩვენ ამას, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება მივცეთ დასტური და შეიძლება არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვაძლევთ დასტურს, რადგან ერთ-ერთი უბანი გადავამოწმეთ და დავრწმუნდით, რომ იმ უბანზე დაფიქსირებული ადამიანები მართლაც იყვნენ იმ კატეგორიის, რომლებსაც სჭირდებათ გადასატანი ყუთი. ასე, რომ ჯერ-ჯერობით მათი სია დაზუსტებული არაა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ლანჩხუთის #61 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვითხრა ზვიად ნაკაიძემ.