“უნდა დაბრუნდეს რუსული ბაზარი და აღდგეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ჩემი პირველი ვიზიტი იქნება მოსკოვში, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მიზნით და იქნება კომპრომისული წინადადებები ჩვენი მხრიდან.
მე, მაგალითად, მზად ვარ გავატარო რუსული ტვირთები სომხეთის მიმართულებით, ოღონდ კი უვიზო რეჟიმი მისცენ ჩვენს მოქალაქეებს. წავალ ამაზე, უნდათ აგენტი დამიძახონ, უნდათ მოღალატე.
პოლიტიკა მაინც ორხმრივი კომპრომისების სფეროა და როგორც წესი, ცალმხრივი კომპრომისები არ ამართლებს,” _ აღნიშნა ნათელაშვილმა.