“ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში ხელს შეუწყობს ადგილზე მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებას. ის ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და გახდება დამაკავშირებელი ხიდი ავსტრიელ ბიზნესმენებსა და საქართველოს შორის,“ _ აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერი.
მინისტრი მიესალმება თბილისში სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნას და აღნიშნავს, რომ მათი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კავკასიის რეგიონი მოექცა.
“საქართველოს ამ რეგიონში ცენტრალური როლი უჭირავს ჩვენთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო მომავალში მოწინავე ქვეყანა გახდება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით. ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებისათვის დემოკრატიული რეფორმების გატარების სტიმულია. ახლო მომავალში დაგეგმილ ვილნიუსის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე დაგეგმილია სხვებთან ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება: საქართველომ, ისევე როგორც სომხეთმა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი პროგრესს მიაღწიეს. ვილნიუსის სამიტზე მხოლოდ მოლდოვასთან და საქართველოსთან არის შესაძლებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ხოლო სომხეთთან მიმართებაში თანამშრომლობის სხვა გზები უნდა გამოვნახოთ,” _ განაცხადა შპინდელეგერმა.