საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის განცხადებით ვახტანგ ბლაგიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
“დღეს არის ვახტანგ ბლაგიძის დღე, რომლის სახელი და გვარი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შეტანილი. ის ძალიან აქტირად მუშაობს სპორტის განვითარებისთვის და ეს ძალიან დასაფასებელი და მისაბაძია. სასიამოვნო ფაქტია, რომ ის დააფასეს ოზურგეთელებმა და დღეს მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვიმედოვნებ, მისი სახელობის დარბაზიც გაიხსნება. სპეციალური კომისიის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ვახტანგ ბლაგიძეს სპორტის უმაღლესი ჯილდო სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, რომელიც აქვს დაწესებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,” _ თქვა ლევან ყიფიანმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ მომავალ წელს ვახტანგ ბლაგიძის ვარსკვლავი თბილისშიც გაიხსენება.
“მომავალ წელს, როდესაც შესრულდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების 25 წლისთავი, თბილისში, მაჩაბლის 11-ში გაიხსნება ვახტანგ ბლაგიძის ვარსკვლავი,” _ განაცხადა ბერიშვილმა.
“ეს არის ყველას სიხარული და მინდა, რომ ისეთი თაობა გაიზარდოს, რომ გურია და საქართველო ასახელონ. ოთხ გურულს გვაქვს ოლიმპიური ჩემპიონის წოდება და მინდა, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. ყველას მადლობა დღევანდელი დღისთვის,” _ თქვა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ვახტანგ ბლაგიძემ.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, ვახტანგ ბლაგიძე მსოფლიოს ორგზის ( 1978,81), ევროპის ორგზის (1978,80) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია (1977).