ჩახალიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. მის ამ სიტყვებს პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.
“ციხიდან გამოსულმა კრიმინალმა ჩახალიანმა უნდა გამასამართლოს სააკაშვილი?! არ ვაპირებ თქვენისთანა ადამიანებმა მიკითხონ მორალი. მე ახალქალაქში გავაკეთე ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს რეგიონში გამოვაცალეთ საფუძველი, აშენდა ევროპის მთავარი რკინიგზა, გაკეთდა გზები, რომლითაც თბილისში დადიხართ, კურორტი, შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გაზი, სინათლე და გავიდა რუსული ბაზა. შენისთანა სეპარატისტები, “გრუ”-ს გოშიები მე მორალს ვერ წამიკითხავენ! ექვსი მუხლით იჯექი ციხეში და ძალიან მიჰქარა მან, ვინც ციხიდან გამოგიშვა”, – მიმართა პრეზიდენტმა ჩახალიანს.
ჩახალიანმა თანმხლებ რამდენიმე პირთან ერთად ტერიტორია დატოვა შეძახილებით “მიშა, წადი თურქეთში”. საქართველოს პრეზიდენტმა კი ჩახალიანს და მის თანმხლებ პირებს “ლაჩარი სეპარატისტები” უწოდა და აღნიშნა, რომ ადრე ასეთები ბევრად მეტნი იყვნენ.
“დღეს მხოლოდ ხუთნი დარჩნენ, თუმცა ბევრად მეტნი იყვნენ. მათი პატრონი “გრუ”-ს ბაზა აღარ არის აქ და იმიტომ”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.