ამის მიზეზი კი უბანზე მისული ამომრჩევლის აღნუსხვაა. როგორც აცხადებენ მათი მოვალეობაა დააფიქსირონ კონკრეტულ უბნებზე საარჩევნო სიაში მყოფი ამომრჩევლებიდან რამდენი გააკეთებს საკუთარ არჩევანს.
“ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. უბანზე 1 409 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და ამ დროისათვის მხოლოდ 168-მ მისცა ხმა”, _ ამბობს #120 საარჩევნო უბანთან მყოფი “ქართული ოცნების” კოორდინატორი.
შეგახსენებთ, რომ ქუთისში საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევებით დაიწყო. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში, რამდენიმე საჩივარია შესული. პროცედურულ დარღვევებთან ერთად, საარჩევნო კარუსელიც დაფიქსირდა. 10 საათის მონაცემებით კი ქუთაისში საკუთარი არჩევანი 9291 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.