უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მომავალი წელი იქნება უფრო სტაბილური და ნაყოფიერი.
“არ ვაპირებთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, ჩვენ კი არ დავემალებით არსებულ პრობლემებს, არამედ ვიმსჯელებთ და მოვნახავთ გადაჭრის გზებს. ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას, რაც დაეხმარებათ მინისტრებს მობილიზაციაში და სტაბილურობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება საუბრობს ბიუჯეტის პრობლემებზე, მაგრამ ამასაც აქვს მიზეზი. კოჰაბიტაციის რეჟიმი ტანჯავდა სახელმწიფოს, ქვეყნის ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი დადიოდა და ყველგან ამბობდა, რომ ახალი მთავრობა არ მუშაობს ეფექტურად, რომ ქვეყანაში შეიქმნა არასტაბილურობა, ეს გავლენას ახდენდა ინვესტორებზე, გავლენა იქონია “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეზრდილმა მონოპოლიზირებულმა ბაზარმა და წინსწრებით გადახდებმა. გარდა ამისა, გათვლებიც არ იყო სწორად გაკეთებული, მაგრამ ახლა 20 დეკემბრისთვის, როცა წარდგენილი უნდა იყოს ბიუჯეტი, ყველა რისკი იქნება გათვლილი, იქნება კონსულტაციები და მომავალში ბიუჯეტს მსგავსი პრობლემები არ ექნება”.
ცაგარეიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე 9 მილიონიან ნიშნულს გადასცდა და არც ერთი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, გაგრძელდება ყველა პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი და ახალიც განხორციელდება.