“4 000 ადამიანის დაკითხვა, ეს არის პროკურატურის უსუსურობა. პროკურატურა ცდილობს მოწმეთა სიმრავლეს ამოეფაროს. მოსამართლე შანსს არ უშვებს, რომ პროცესები ყოველდღე დანიშნოს და 300 მოწმე მაინც დაკითხოს. ბატონო მოსამართლე, თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის პირად დაკვეთას”, _ განაცხადა მერაბიშვილმა.