საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ირაკლი შოთაძე დაინიშნა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოდგილის რანგში მუშაობას დღეიდან შეუდგა. ამ პოსტზე დანიშვნამდე, ირაკლი შოთაძეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მუშაობდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. 2006 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე.