მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს.
ექს-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სთხოვა მათ გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დახმარება საქართველოს ტერიტორიის დამპყრობლის მხრიდან ზეწოლის მოგერიებაში.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვახშამი გამართა ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მისი მრჩეველი – რაფაელ გლუკსმანი და საქართველოს პარლამენტის წევრი – მარიამ საჯაია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი მარიამ საჯაია სამ-თვიან შვებულებაში იმყოფება.