უგულავა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრებს შეხვდა და ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ევროპის 49 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ფესტივალისთვის დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო.
ასამბლეას ქართული დელეგაცია 5-კაციანი შემადგენლობით დაესწრო. დელეგაციის წევრებმა ოლიმპიური სოფლისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობების პროექტები წარადგენეს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთანაც, სადაც მიმდინარე წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრას ევროპის ოლიპმიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკიც დაესწრო.