კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 151 მსჯავრდებული – 13 ქალბატონი და 138 მამაკაცი გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი მამაკაცი. სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 7 მსჯავრდებულს შეეცვალა.
განხილული იქნა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები ვისაც მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულის სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. შუამდგომლობების განხილვისას გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
მსჯავრდებული ქალბატონების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში 700-ზე მეტი შუამდგომლობა შევიდა.