“რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ვფიქრობ, რომ დროა, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდეს კონკრეტულ, ქვეყნისათვის პრინციპულად მნიშვნელოვან და საციცოხლო საკითხებს და ამ საკითხების განხილვას. თავი დაანებონ თუნდაც იმ ცირკში მონაწილეობას, რომელიც დღეს დავინახეთ ჩვენ, რასაც აგრძელებს “ნაციონალური მოძრაობა”, როდესაც უკრაინული დროშებით შევიდნენ პარლამენტში და მიხედონ იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მგონი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საზღვრის საკითხები, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო გარემოს საკითხები, ვიდრე ის საკითხი, ხანჯალი უნდა ატაროს თუ არა ადამიანმა. არგუმენტი, რომ თურმე ხანჯალი უნდა აიკრძალოს იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ეს უბრალოდ, სამარცხვინოა. ამ ლოგიკით მშენებლობები ავკრძალოთ, რომ ვინმემ მეორეს თავში აგური არ ჩაარტყას. ეს უკვე ძალიან არასერიოზულია და მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ფოკუსირება გააკეთოს იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოები, მნიშვნელოვანია უკრაინა და ყველა ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებიდან”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved