“მე დღეს ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს შედეგი არა ჩვენი, ან წინა ხელისუფლების ან კიდევ იმის წინა ხელისუფლების დამსახურებაა, რეალურად, ეს არის ქართველების რამდენიმე ათეული თაობის იმედის, მათი მუშაობის შედეგი. ის, როგორც ვცხოვრობდით ჩვენ, როგორი მისწრაფებები გვაქვს, განაპირობებს ჩვენ არჩევანს. ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ გამოყოფა ამა თუ იმ მოთამაშეების. რაც შეეხება ჩვენ საგარეო ვექტორს, ასეთი თანხმობა უკვე შემდგარია. პარლამენტში, მიმდინარე წლის მაისში მიღებულია ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს სწორედ ამ ღირებულებებს და ამ არჩევანს. შესაბამისად, ეს ის თანხმობა, რომელშიც ჩვენ ერთიანი ვართ არა მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობასთან, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებთან. მიხარია, რომ ასეთი თანხმობა არსებობს. იმედი მაქვს, რომ ყველა მონაწილე მხარე, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშია, შეეცდება ეს პოზიცია საქართველოს გარეთ განამტკიცოს და გააძლიეროს. ეს საჭიროა, ჩვენთვის საგარეო ინტერესებიდან გამომდინარე”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.