”სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება და ახლა დაშლის საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დაგვედო და დავდეთ კიდეც, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ დაპირებები მივიღეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია”, _ აცხადებენ “გურიას” ფეხბურთელები.
ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგული ქომაგობისთვის.