დავით ჯალაღანიას განცხადებით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, იგი, კერძო პირის სტატუსით, გაზეთ “ილორის” მთავარი რედაქტორის, როლანდ ჯალაღანიას მიწვევით იმყოფებოდა გაზეთის მე-300, საიუბილეო ნომრის გამოცემის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მისი ღონისძიებაზე ყოფნის პერიოდში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შესახებ წიგნის პრეზენტაცია.
შესაბამისად, მას არც აღნიშნულ წიგნზე გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, როგორც ეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ დეზინფორმაციის სახით გავრცელდა.