საქართველომ 2013 წლის კვლევაში 100-ქულიან შკალაზე 55 ქულა მიიღო. კვლევაში ნული ნიშნავს ძალზე კორუმპირებულს, ხოლო 100 – ძალზე სუფთა საჯარო სექტორს.
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 51-ე ადგილი დაიკავა.