მისივე ცნობით, უკრაინის სპეცრაზმი მომიტინგეებს უმაღლესი რადას შენობასთან არ უშვებს. დემონსტრანტები შეეცადნენ შენობის შესასვლელთან მიახლოებას , თუმცა “ბერკუტმა” მათ გზა გადაუღობა. ხალხის მასა შეეცადა სცეპრაზმის კორდონი გაერღვია, თუმცა სამართალდამცავებმა ხელკეტების გამოყენებით მომიტინგეები აიძულეს უკან დაეხიათ.
ადგილობრივი მედიის ცნობისთ, დღესვე ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდგეები ქვეყნის პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან და პიკეტირებისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ რადამ დღეს პირველად საკითხად მთავრობის გადადგომა განიხილოს.
ცნობისთვის, პარლამენტთან წუხელ დაამონტაჟეს სცენა რეგიონების პარტიის სიმბოლიკით. არაოფიციალური ინფორმაციით, იქ მთავრობის მომხრეების მხარდამჭერი მიტინგი გაიმართება.