მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი რამდენიმე რიგად დგას და მომიტინგეებს, რომლებსაც რადას ცენტრალური შესასვლელიდან სურთ შესვლა, ახლოს არ უშვებენ. სპეცრაზმმა, მათ გზა გრუშევსკის ქუჩაზე გადაუკეტა და როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ძალაც გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მინისტრთა კაბინეტის და რადას პიკეტირებისკენ, უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური ლუცენკომ მოუწოდა. გეგმის თანახმად, კოლონას, რომელსაც თავად ლუცენკო ხელმძღვანელობს, ადგილობრივი დროით 7:30 მინისტრთა კაბინეტის შენობის, ხოლო 9:30 რადის პიკეტირება უნდა მოეხდინა.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმა და პოლიციამ აღნიშნული შენობებს ალყა მომიტინგეების მისვლამდე შემოარტყეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან პროვოკაცია იგეგმება, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს და ყველა იმ საშუალებას გამოიყენებს, რომელიც მსგავს შემთხვევებში კანონით დაშვებულია.
ფოტო:wedomosti.ru