“რატომ ეწოდა მას “რესპუბლიკელების” პროექტი და ეს რაზე მიანიშნებს, უფრო სიღრმისეულ თემებს უკავშირდება და ვფიქრობ, რომ თვითმმართველობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ კოალიციაში დაპირისპირებაა, რომ ვიღაცამ ვიღაცა დატუქსა და დაიბარა, ასევე თურმე მე ძირს ვუთხრი პრემიერ-მინისტრს და მე ის მტუქსავს და ა.შ. მინდა ყველას, ვინც ამ თემით ერთობა, ვუთხრა, რომ გართობა გააგრძელოს. ეს საკმაოდ უწყინარი გართობაა, სხვა გართობებით შეიძლება საკუთარ თავს ავნონ. ვისაც ეს თემა აღელვებს, მინდა ვუთხრა, რომ მე ვერ ვიხსენებ უფრო სათანამშრომლო ვითარებას და ინტენსიურ კონტაქტებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან უწინ, ვიდრე ეს არის დღეს. ეს ბუნებრივია. ღარიბაშვილი უწინ შს მინისტრი იყო და მას ჰქონდა კონკრეტული სფერო. ახლა პრემიერ-მინისტრია და დღის განმავლობაში ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე და მუდმივ კონსულტაციებში. არცერთ საკითხზე, არცერთ მძიმესა და წერტილზე არ ყოფილა ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა”, _ განაცხადა უსუფაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში და საზოგადოებას მოუწოდა, თანამედროვე მედიასაშუალებებს შორის ნდობა-არნდობის საკითხზე არჩევანი უფრო დაკვირვებით გააკეთონ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved