გამოძიებამ დაადგინა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის უბნის რეინჯერმა ილია კაპანაძემ სამსახურებრივი მფარველობით მოქალაქეს პალიასტომის ტბაზე უკანონო თევზჭერის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა.
ილია კაპანაძე ამ დროისთვის დაკავებულია.
გამოძიებას ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს).