მიუხედავათ ლანჩხუთელთა ფინანსური პრობლემებისა “გურია“ ჩემპიონატის ლიდერთა სამეულს არ ტოვებს. დღეს, 10 დეკემბერს სამტრედიაში საქართველოს ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა ქუთაისის “ტორპედოს“ და ლაჩხუთის “გურიას“ შორის. გურულებმა მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგეს და 27 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე დამკვიდრდენ. ორივე გოლი ლანჩხუთელთა ლიდერის ალექსანდრე კოშკაძის დამსახურებაა. პირველად მან მეშვიდე წუთზე დაამწუხრა მეტოქე, როცა მისი ჩაწოდებული კუთხურიდან ბურთი პირდაპირ ქუთაისელთა კარში აღმოჩნდა. მეორე გოლი კი ისევ კოშკაძის პასის შემდეგ ალექსანდრე შენგელიამ გაიტანა მატჩის 71 წუთზე.