“გეგუთის სასჯელაღსრულების # 14 დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდებული ს.ი. გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კარდიომიოპათია, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადებაა.
მსჯავრდებულს ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება.
მან გაიარა მკურნალობის კურსი რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, _ განუცხადეს “გურია ნიუსს” უწყებაში.