“ერთადერთი ნემსიწვერიძესთან ვარ შენახვედრი, 8 თვის წინ. მეორე რამდენჯერმე მყავს ნანახი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარესთან. ვის ვიბარებ? ვის სად შევხვდი? ერთი ფაქტი მითხრან, ვინმემ დაასახელოს, რომელიმე საკრებულოს წევრმა რომ მე ვინმესთან ერთად შევხვდი და რამე ვუთხარი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, გვარებიც არ ვიცი ვინ არიან. ტელევიზორში ვნახე გავიცანი ვიღაცა აღარ მახსოვს რა გვარი იყო საუბრობდა იმაზე, რომ ეს არის ყველაფერი ტყუილი და ჩვენზე არავინ ზეწოლას არ ახდენსო. ფრაქცია ეშლებათ, რამდენადაც მე ვხვდები ანუ ახალი მერის მოსვლამ გამოიწვია ის, რომ ამ მერის მხარდამჭერი რაღაც ერთობა კეთდება შიგნით და ცდილობენ რომ ცენტრს დააბრალონ ვიღაცას ეს დაშლის ფაქტი. ცენტრში ახლა ვის უნდა დააბრალონ? ჩემი სამსახურია ხო რეგიონალური თვითმმართველობის სამსახური და ამითი ცდილობენ გაამართლონ ის რომ თავიანთი ფრაქცია ეშლებათ.ერთ კაცს არავარ შეხვედრილი ხატზე შემიძლია დავიფიცო”, _ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა .
შეგახსენებთ რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” 5-მა წევრმა ფრაქცია დატოვა. პარტიის ლიდერი გოჩა თევდორაძე კი აღნიშნულ ფაქტს იმერეთის უშიშროების ხელმძღვანელს ზაზა მეფარიშვილს და პრემიერის მრჩეველს ირაკლი მელაშვილს მიაწერდა. თევდორაძე აცახდებდა, რომ ისინი პარტიის წევრებს უშიშროებაში იბარებდნენ და განცხადებების დაწერა სთხოვდნე პარტიის დასატოვებლად.