“გურია ნიუსი” ჩხენკელის ბიოგრაფიას გთავაზობთ, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მოგვაწოდეს:
დაბადების თარიღი – 05.04.1971
განათლება – 1988-1993 წელი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა სახელმწიფო შემოსავლები, ეკონომისტი.
2001 წელი – დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის შემსწავლელი ცენტრი, ალექსანდრია, პენტაგონი, აშშ.
2002 წელი – უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი. გარმიშ-პარტერკირხენი, გერმანია.
2004 წელი – ნატო-ს მატერიალურ-ტექნილური უზრუნველყოფის სააგენტოს (NAMშA) პროექტი, კაპელლენი, ლუქსემბურგი.
სამუშაო გამოცდილება – 2013 წელი-დღემდე –შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე
2012 წელი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2009-2011 წელი – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორი.
2004 წელი – ააიპ “ქართული არმიის განვითარების ფონდი” – თავმჯდომარე.
2003-2004 წელი – შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო, უფროსის მოადგილე.
2002- 2003 წელი – საქართველოს უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური, განყოფილების უფროსის მოადგილე.
2000-2002 წელი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი.
1998-2000 წელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, სექტორის უფროსი.
1995-1996 წელი – სს “გაერთიანებული ქართული ბანკი”, ფილიალის საკრედიტო ეკონომიკური განყოფილების უფროსი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.